დონალდ ტრამპი McDonald's-ში მომხმარებელს მოემსახურა
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორნების ქსელში, პენსილვანიაში ნახევრი საათის განმავლობაში იმუშავა.
მან ამ დროის განმავლობაში რამდენიმე პორცია კარტოფილი ფრი მოამზადა და სტუმრებს საკუთარი ხარჯებით რამდენიმე შეკვეთა შესთავაზა.
სამუშაოს დასრულების შემდეგ დინალდ ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრა.
აშშ-ის ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოეწონა მაკდონალდსში მუშაობა და არ გამორიცხა, რომ რესტორანში სამუასოდ კიდევ ერთხელ დაბრუნდეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ „საქმის სწორად და სწრაფად გასაკეთებლად, დიდი გამოცდილებაა საჭირო”.
სხვა სიახლეები
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
18.08.2026.15:22
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.