დონალდ ტრამპმა ყატარის მიერ ნაჩუქარი Boeing 747 წარადგინა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს დაათვალიერა თავისი განახლებული Boeing 747, რომელიც ყატარმა აჩუქა და რომელიც Air Force One-ის ფლოტში დროებით შესასვლელად უახლოვდება მიწოდებას.
400 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის წარდგენა პირველად მოხდა, ის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს, კატარის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო.
თვითმფრინავის წარდგენა ენდრიუსის გაერთიანებული სამხედრო ბაზის ანგარში მოხდა. პრეზიდენტი ტრამპი თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ, საჰაერო ძალების ოფიციალურ პირებს და შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა.
"ეს აღარასდროს განმეორდება. ეს სრულიად უნიკალური შემთხვევაა. ეს თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულად ითვლება. როდესაც ის აშენდა, მშენებლობის დონე ისეთი მაღალი იყო, რომ, სავარაუდოდ, ის აღარასდროს განმეორდება" - განაცხადა პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა
12.08.2026.12:38
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კოლუმბიიდან ყავის ექსპორტი თითქმის შეჩერდა. ჩახერგილი და გადაკეტილი გზების გამო, მთავარი პორტი ბუენავენტურა სატრანსპორტო მარშრუტებს მოეჭრა.
Bloomberg-ი წერს, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბუენავენტურა კოლუმბიის მთავარ პორტად რჩება საზღვარგარეთ ყავის გასაგზავნად. ახლა მასთან წვდომა მიწისძვრის შედეგების გამო შეზღუდულია. ყავის ექსპერტების ასოციაციის Asoexport-ის ხელმძღვანელის გუსტავო გომესის თქმით, კომპანიებს მხოლოდ ცალკეული გადაზიდვების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა სრული მოძრაობის აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სიტუაცია შეეხო რეგიონებს, სადაც ახლა მოსავლის აღება მიმდინარეობს, მათ შორის არის კაუკა, ნარინიო, ვალიე-დელ-კაუკა და უილა. იქ წარმოებული ყავის დიდ ნაწილს, როგორც წესი, შემდგომი ექსპორტისთვის ბუენავენტურაში ეზიდებიან.
ქვეყნის სხვა მსხვილი პორტები - კარტახენა და სანტა-მარტა კარიბის სანაპიროზე სერიოზული შეფერხებების გარეშე აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დაზარალებული რეგიონებიდან ნაკადების იქ გადამისამართება სატვირთო ტრანსპორტის ნაკლებობის გამო რთულდება.
7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კოლუმბიაში 10 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 180 ადამიანი დაიღუპა.