Dubai Holding-ი დეველოპერული კომპანია Emaar Properties-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა | გარიგების დეტალები
Dubai Holding გახდა Emaar Properties-ის უმსხვილესი აქციონერი მას შემდეგ, რაც Investment Corporation of Dubai-ისგან 22.27%-იანი წილი შეიძინა. შედეგად, ჰოლდინგის საერთო წილი დეველოპერულ კომპანიაში 29.73%-მდე გაიზარდა.
სტრატეგიული ნაბიჯი კიდევ უფრო აძლიერებს Dubai Holding-ის პოზიციებს დუბაის უძრავი ქონების სექტორში და ასახავს კომპანიის გრძელვადიან ნდობას როგორც Emaar Properties-ის საქმიანობის, ისე დუბაის უძრავი ქონების ბაზრის ფუნდამენტური მაჩვენებლების მიმართ.
ტრანზაქცია განხორციელდა „ემირეითს ფაუერ ინვესტმენტის“ (Emirates Power Investment) მეშვეობით, რომელიც Dubai Holding-ის სრულად საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიაა. გარიგების შედეგად, Investment Corporation of Dubai სრულად გავიდა Emaar Properties-ის კაპიტალიდან.
აღნიშნული გარიგება კიდევ უფრო ამყარებს ორ ორგანიზაციას შორის უკვე არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომლებიც წარსულშიც თანამშრომლობდნენ რამდენიმე მსხვილ ერთობლივ პროექტზე. 500 მილიარდ დირჰამზე მეტი ღირებულების აქტივების პორტფელით, Dubai Holding აგრძელებს გავლენის გაფართოებას ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობა, გართობა და ინფრასტრუქტურა.
განცხადება Emaar Properties-ის ძლიერი პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების ფონზე გაკეთდა. დეველოპერის წმინდა მოგება წლიურად 35%-ით გაიზარდა და დაახლოებით 5 მილიარდ დირჰამს მიაღწია. შემოსავალი 23%-ით, 12.4 მილიარდ დირჰამამდე გაიზარდა, ხოლო უძრავი ქონების გაყიდვებმა 22.4 მილიარდი დირჰამი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ, ისე ახალი პროექტების აქტიურმა გაშვებამ.
საკუთრების სტრუქტურის ცვლილება მიუთითებს ინსტიტუციური ინვესტორების განახლებულ ნდობაზე Emaar Properties-ის ზრდის პერსპექტივების მიმართ, მაშინ როცა დუბაის უძრავი ქონების ბაზარი აღმავალ დინამიკას ინარჩუნებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.