ძაღლი ჩიტის ნაცვლად - Twitter-მა ლოგო შეცვალა
სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ლოგო შეიცვალა. ახლა ლურჯი ჩიტის ნაცვლად არის - Dogecoin-ი კრიპტოვალუტის სიმბოლო.
კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განმარტა, თუ რა ხდებოდა მომხმარებელთან დიალოგის დროს (სკრინშოტის გამოქვეყნებით), როდესაც ის მხოლოდ სოციალური ქსელის ყიდვაზე ფიქრობდა.
შემდეგ ერთ-ერთმა აბონენტმა შესთავაზა ეყიდა Twitter-ი და შეეცვალა ლოგო.
მასკმა არ დააკონკრეტა, იყო თუ არა ცვლილებები მუდმივი. თუმცა, ამ ფონზე კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ფასი 26,65%-ით გაიზარდა.
მასკმა Twitter-ი 44 მილიარდად 2022 წლის გაზაფხულზე იყიდა, გარიგება ოქტომბრის ბოლო დაიხურა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.