EasyJet-ის მიმართ ინვესტორების ინტერესი გაზრდილია - მიზეზები
ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet აშშ-ის საინვესტიციო ფირმა Castlelake-ის შესაძლო შესყიდვის ინტერესის ობიექტი გახდა.
ანალიტიკოსების შეფასებით კომპანიის დაბალი შეფასება, მთავარ აეროპორტებში არსებული ფრენის რაოდენობა და სტაბილური ფლოტი მას მიმზიდველ სამიზნედ აქცევს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 პანდემიის შემდეგ კომპანიამ ვერ შეძლო თავისი საბაზრო კაპიტალიზაციის მნიშვნელოვნად გაზრდა. ბრიტანული ავიაკომპანიის აქციები ასევე ჩამორჩება კონკურენტებს, მაგალითად Ryanair (RYA.I)-ს, რაც მას პოტენციური მყიდველებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ პოტენციური მიმზიდველობა შეიძლება იყოს ავიაფლოტი, მარჟების და ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
სხვა სიახლეები
EasyJet-ი 2027 წლიდან მგზავრებს Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას შესთავაზებს
02.11.2026.08:00
ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet-მა განაცხადა, რომ 2027 წლიდან Airbus-ის ტიპის თვითმფრინავების მთელ ფლოტში Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს დანერგავს. ამ გადაწყვეტილებით easyJet უერთდება ავიაკომპანიების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც მგზავრებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეთავაზების მიზნით SpaceX-თან თანამშრომლობენ.
ავიაკომპანიის განცხადებით, რომელიც ამჟამად შესყიდვის პროცესშია, Starlink-ის ინტერნეტის დანერგვა Airbus A320, A320neo და A321neo ტიპის თვითმფრინავებში 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. Starlink-ის ინტერნეტით easyJet-ის ფლოტის სრულად აღჭურვა 2028 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. easyJet-ს მსოფლიოს უმსხვილეს სატელიტურ ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების ფინანსური პირობები არ გაუსაჯაროებია. ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც ივნისში Starlink-თან ანალოგიური თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ამასთან, Ryanair-მა აღნიშნა, რომ Starlink-ის გამოყენებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შესაძლოა წელიწადში 250 მილიონ დოლარს მიაღწიოს. ავიაკომპანიები American Airlines, Southwest Airlines, United Airlines, Alaska Airlines და British Airways მგზავრებს ბორტზე Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას უკვე სთავაზობენ.