მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

easyJet-მა შავი პარასკევის ფასდაკლება დაიწყო

news image
mbc image

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet-მა „შავი პარასკევის“ (Black Friday) ყოველწლიური ფასდაკლებების აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შერჩეულ ავიარეისებზე ბილეთების შეძენა 20%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, შეთავაზება გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით და გაერთიანებული სამეფოდან შესრულებულ ათასობით რეისზე 240 000-ზე მეტ ადგილს მოიცავს, ხოლო ავიაბილეთების საწყისი ფასი £15,99-ს შეადგენს.

ფასდაკლებული ავიაბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია 2026 წლის 1-ელი დეკემბრის დილის 08:00 საათამდე. აქცია ვრცელდება 2026 წლის 7 დეკემბრიდან 2027 წლის 18 მარტამდე დაგეგმილ ფრენებზე.

ამასთან, easyJet-ის ტურისტული მიმართულება easyJet holidays მომხმარებლებს სამოგზაურო პაკეტებზე £400-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზება მოქმედებს სპეციალური პრომოკოდით BLKFRIDAY და ვრცელდება 1-ელ დეკემბრამდე განხორციელებულ ახალ ჯავშნებზე.

easyJet holidays-ის ტურისტული პაკეტები ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 100-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.

ფასდაკლებებისა და დაჯავშნის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს easyJet.com.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა