EBRD თურქეთის განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პლატფორმას (REACT) შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც $6 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თურქეთის განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პლატფორმას (REACT) შეუერთდა, რომელიც COP31-ის ფარგლებში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ამოქმედდა. ბანკი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში REACT-ის პროექტებში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
EBRD აქტიურად მონაწილეობდა პლატფორმის ჩამოყალიბებაში და მისი შექმნის ხელშესაწყობად მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.
პლატფორმის მიზანია 2040 წლისთვის განახლებადი ენერგიის ღირებულებათა ჯაჭვის მასშტაბით 300 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციების მობილიზების ხელშეწყობა. ეს მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას, ელექტროქსელების ინფრასტრუქტურას, ენერგიის შენახვის სისტემებს, ენერგოსისტემის მოქნილობის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებებს, წარმოებასა და ელექტრიფიკაციას.
EBRD თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია. ბანკს ქვეყანაში 26 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული, ძირითადად კერძო სექტორში.
სხვა სიახლეები

16.11.2026.13:00