ECB ივნისში საპროცენტო განაკვეთების ზრდას გეგმავს
ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) 30 აპრილს დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებს, თუმცა ივნისში მის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას გეგმავს. ამ ნაბიჯის მიზანია ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკისგან წარმოქმნილი ინფლაციის ზეწოლის შემცირება და იმის თავიდან აცილება, რომ ევროზონის ეკონომიკამ მდგრადობა შეინარცუნოს.
თუმცა ეკონომისტები ვერ თანხმდებიან, რა მიმართულებას მიიღებს მონეტარული პოლიტიკა ივნისის შემდეგ. მოსალოდნელი ზრდა ძირითადად დაზღვევის ხასიათის ზომად მიიჩნევა, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად გადაიზრდება საწვავის ფასების ზრდა ინფლაციის დამატებით ტალღებში.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.