EIA უცვლელად ტოვებს აზერბაიჯანის 2027 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს
აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) პროგნოზირებს, რომ 2027 წელს აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 520,000 ბარელს შეადგენს.
პროგნოზი EIA-ის სექტემბრის მოკლევადიანი ენერგეტიკული მიმოხილვის (Short-Term Energy Outlook) ანგარიშშია წარმოდგენილი.
სააგენტომ 2027 წლისთვის ნავთობის მოპოვების პროგნოზი აგვისტოს შეფასებასთან შედარებით უცვლელად დატოვა.
მოსალოდნელია, რომ 2027 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 530,000 ბარელი იქნება, რაც წინა პროგნოზის მაჩვენებელს ემთხვევა.
EIA-ის პროგნოზით, მეორე და მესამე კვარტლებში მოპოვება საშუალოდ 520,000 ბარელს დღეში შეადგენს, რაც ასევე აგვისტოს შეფასების შესაბამისად უცვლელი პროგნოზია.
2027 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 510,000 ბარელამდე შემცირდება, ხოლო ეს შეფასებაც გასული თვის პროგნოზთან შედარებით უცვლელი დარჩა.
სხვა სიახლეები
ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
10.09.2026.10:13
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს ამომრჩევლების მისივე პარტიის მხარდასაჭერად გადმობირების უპრეცედენტო მცდელობაა. ტრამპმა ეს წინადადება „რესპუბლიკური“ პარტიის ისტორიაში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებულ პირველ შეკრებაზე გააჟღერა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდება ეს გადახდა და რამდენად იქნება მათი განხორციელება კანონთან შესაბამისობაში. აშშ-ში დაახლოებით 270 მილიონი ზრდასრული ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი იქნება.
თავის გამოსვლაში, რომელიც 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობის პირველ ორ წელს „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი ორი წელი“ უწოდა. ამით მან საკუთარი თავი არჩევნების ეპიცენტრში მოაქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა სულ უფრო მცირდება, წერს სააგენტო.
თუმცა, გაურკვეველია, რამდენად მოეწონება მისი წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი გამოსვლა იმ გადამწყვეტ ამომრჩევლებს, რომლებიც, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ტრამპის პარტიისგან დისტანცირდებიან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებითა და ირანთან ომით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილებაა.
„თუ ამერიკის მომავალს რადიკალ მემარცხენე „დემოკრატებს“ გადავცემთ, ჩვენი ქვეყანა მომდევნო ათწლეულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომას მოანდომებს. მიეცით ხმა „რესპუბლიკელებს“ და ჩვენ მსოფლიოს თაობების განმავლობაში უკან მოვიტოვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.