მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

ეკატერინე მიქაბაძემ IOSCO-ს წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

news image

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) რიგით 50-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე მიქაბაძე IOSCO-ს ევროპის რეგიონულ (ERC)  და მზარდი და განვითარებადი ბაზრების (GEMC) კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. აგრეთვე შეხვედრები შედგა მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის (MMoU) მონიტორინგის ჯგუფის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ქსელისა და მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის ფორმატში, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკია წარმოდგენილი.

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს IOSCO-ს მიერ შემუშავებული საცალო ინვესტორების ონლაინ უსაფრთხოების გზამკვლევი. ასევე გააანალიზეს ახალი რისკები და ისაუბრეს ბაზრის განვითარების ტენდენციებზე, მათ შორის, საჯარო და კერძო კაპიტალის ბაზრებზე, ფინტექ მიმართულებაზე, აგრეთვე ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს კომიტეტის სესიები საშუალებას აძლევს იურისდიქციებს გაუზიარონ გამოცდილება, განსაზღვრონ საუკეთესო პრაქტიკები და თანამშრომლობის შესაძლო სფეროები.

IOSCO-ს წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს სრული წევრი 2021 წელს გახდა. ამჟამად IOSCO-ს სრული წევრის სტატუსით მსოფლიოს მასშტაბით 133 საზედამხედველო ორგანო სარგებლობს. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზნები ინვესტორთა დაცვა, ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სისტემური რისკების შემცირების გზით ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაა. აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს ფარგლებში ეროვნული ბანკი გაწევრიანებულია ევროპის რეგიონულ კომიტეტსა (ERC) და მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტში (GEMC), ხოლო 2021 წელს ეროვნული ბანკი ინფორმაციის გაცვლის შესახებ IOSCO-ს მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც შეუერთდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image როგორია არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალი ნავთობსადენის გაფართოების გეგმა, რომლის მიზანიცაა ექსპორტის შესაძლებლობების გაორმაგება ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით

18.05.2026.09:00

არაბთა გაერთიანებული საამიროები დააჩქარებენ ახალი ნავთობსადენის მშენებლობას, რომლის მიზანია ს გავლით ექსპორტის შესაძლებლობების გაორმაგება 2027 წლისთვის, განაცხადა მთავრობის აბუ-დაბის მედია ოფისმა პარასკევს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას, გვერდი აუაროს ჰორმუზის სრუტეს.

აბუ-დაბის პრინცმა შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედმა აბუ-დაბის ეროვნულ ნავთობკომპანია (ADNOC)-ს დაავალა დააჩქაროს West-East Pipeline პროექტი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. აბუ-დაბის მედია ოფისის ინფორმაციით, მილსადენი უკვე მშენებლობის პროცესშია და მისი ამოქმედება მომავალ წელს არის მოსალოდნელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა