მიუხედავად მიმდინარე კონფლიქტისა, Emaar-მა დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე რეკორდული გაყიდვები დააფიქსირა
კომპანიის პირველი კვარტლის წმინდა მოგება წლიურად 35%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ დირჰამს მიაღწია, ხოლო უძრავი ქონების გაყიდვები 22.4 მილიარდ დირჰამამდე გაიზარდა. შემოსავალი 23%-ით, 12.4 მილიარდ დირჰამამდე გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი მოთხოვნა და ახალი პროექტების წარმატებული გაშვება.
Mohamed Alabbar-ის განცხადებით, შედეგები ასახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მდგრადობას, ხოლო გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაუსვა ხაზი იმ ბაზრების მნიშვნელობას, რომლებიც „გრძელვადიან ხედვაზე“ არიან დაფუძნებული.
მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა, ბაზარზე გარკვეული სიფრთხილეც შეინიშნება. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, დუბაიში უძრავი ქონების გამყიდველების ნაწილმა ომის დაწყების შემდეგ ფასები შეამცირა, განსაკუთრებით დაუმთავრებელი პროექტებისა და ახალი უბნების სეგმენტში.
ამავე პერიოდში, Dubai Holding გახდა Emaar Properties-ის უმსხვილესი აქციონერი, რაც კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივებისადმი ინსტიტუციურ ნდობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.