მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

ენერგეტიკაში ინვესტიციები საშუალებას მოგვცემს, განახლებადი ენერგიის მაღალი წილი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრირდეს, გაძლიერდეს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობა და გაღრმავდეს რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობა - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

news image
mbc image

თურქეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიით ვაჭრობის გაფართოებას, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ოთხ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარებას.

შეთანხმებას ხელი მოეწერა ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეთანხმება ითვალისწინებს სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისა და ვაჭრობის განვითარებას, ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის ტექნიკური, კომერციული და მარეგულირებელი პირობების შექმნას, ასევე ელექტროენერგეტიკული ქსელების ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საშუალებით საკომუნიკაციო და მონაცემთა გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ენერგეტიკული მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

როგორც თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა სოციალურ ქსელში განაცხადა, პროექტი, რომელსაც „ელექტროენერგიის TANAP-ს“ უწოდებენ, სუფთა ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას ითვალისწინებს.

„ამ პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ „ელექტროენერგიის TANAP-ს“ ვუწოდებთ, მიზნად ვისახავთ სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ბულგარეთის მარშრუტით. იმ პირობებში, როდესაც ელექტრიფიკაციის პროცესი სულ უფრო ჩქარდება, ეს ნაბიჯი გააძლიერებს ენერგეტიკულ კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სუფთა ენერგიით ვაჭრობისთვის და ხელს შეუწყობს ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების განმტკიცებას“, – განაცხადა ალფარსლან ბაირაქთარმა.

მისივე თქმით, ოთხი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკულ განვითარებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ენერგეტიკაში ინვესტიციები საშუალებას მოგვცემს, განახლებადი ენერგიის მაღალი წილი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრირდეს, გაძლიერდეს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობა და გაღრმავდეს რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობა - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

11.11.2026.17:00

თურქეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიით ვაჭრობის გაფართოებას, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და ოთხ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარებას.

შეთანხმებას ხელი მოეწერა ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეთანხმება ითვალისწინებს სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისა და ვაჭრობის განვითარებას, ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის ტექნიკური, კომერციული და მარეგულირებელი პირობების შექმნას, ასევე ელექტროენერგეტიკული ქსელების ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საშუალებით საკომუნიკაციო და მონაცემთა გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ენერგეტიკული მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

როგორც თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა სოციალურ ქსელში განაცხადა, პროექტი, რომელსაც „ელექტროენერგიის TANAP-ს“ უწოდებენ, სუფთა ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას ითვალისწინებს.

„ამ პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ „ელექტროენერგიის TANAP-ს“ ვუწოდებთ, მიზნად ვისახავთ სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ბულგარეთის მარშრუტით. იმ პირობებში, როდესაც ელექტრიფიკაციის პროცესი სულ უფრო ჩქარდება, ეს ნაბიჯი გააძლიერებს ენერგეტიკულ კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სუფთა ენერგიით ვაჭრობისთვის და ხელს შეუწყობს ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების განმტკიცებას“, – განაცხადა ალფარსლან ბაირაქთარმა.

მისივე თქმით, ოთხი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკულ განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა