ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს სოჭში გაემგზავრება, სადაც თავის თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ამის შესახებ გამოცემა TurkicWorld-ი თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.
შეხვედრაზე დაგეგმილია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა, ასევე მხარეები განიხილავენ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.