ერიკ ტრამპი Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს აქვეყნებს
ერიკ ტრამპი Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს აქვეყნებს.
,,მოხარული ვარ, გაგიზიაროთ Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური ვიზუალური კონცეფცია. თბილისის გულში მდებარე ეს პროექტი მალე საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გახდება. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამ იდეას რეალობად ვაქცევთ!“, - აცხადებს ერიკ ტრამპი, დონალდ ტრამპის ვაჟი და Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
სხვა სიახლეები
Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა, მეორე კვარტალში კი ელექტრომობილებთან დაკავშირებული $3 მილიარდის ხარჯები აღრიცხა
13.11.2026.15:00
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა სამშაბათს წლიური მოგების პროგნოზი 20%-ით გაზარდა, რაც აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნითა და იენის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კომპანიამ ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით დამატებით 3 მილიარდი დოლარის ხარჯები აღრიცხა.
Honda-ს კვარტალური ფინანსური შედეგები, ისევე როგორც გასულ კვირას გამოქვეყნებული Toyota Motor-ის შედეგები, აჩვენებს, რომ იაპონელი ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე, სადაც იზრდება მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე და არა ელექტრომობილებზე. ამასთან, აღნიშნულ ბაზარზე მათ ჩინელ კონკურენტებთან კონკურენცია არ უწევთ.
Honda-ს ელექტრომობილების ბიზნესთან დაკავშირებული დამატებითი ჩამოწერა მოჰყვა წინა ფინანსურ წელს აღრიცხულ 9 მილიარდ დოლარზე მეტ ხარჯს, რის შედეგადაც იაპონიის სიდიდით მეორე ავტომწარმოებელმა თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა წლიური ზარალი.
ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულმა Honda-ს ჯამურმა ხარჯებმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ტრადიციულ ავტომწარმოებლებს შორის ელექტრომობილების მიმართულებით განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური დანაკარგია.