Estée Lauder-ი გეგმავს დამატებით 3,000-მდე თანამშრომლის შემცირებას და ამავდროულად წლიური მოგების პროგნოზს ზრდის
Estée Lauder-მა პარასკევს გაზარდა თავისი წლიური მოგების პროგნოზი და ასევე გააცხადა, რომ გეგმავს მსოფლიო მასშტაბით დამატებით 3,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას, რაც მისი ფართომასშტაბიანი რესტრუქტურიზაციის დაჩქარებას უკავშირდება. ამ განცხადების ფონზე კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 11%-ით გაიზარდა.
Clinique-ისა და M.A.C-ის მფლობელმა კომპანიამ, რომელიც ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს Puig-თან გაერთიანების შესახებ, განაცხადა, რომ ახლა ელოდება სულ 9,000-დან 10,000-მდე პოზიციის შემცირებას, რაც წინა შეფასებას (მაქსიმუმ 7,000) მნიშვნელოვნად აღემატება.
კომპანია ასევე მიზნად ისახავს ხარჯების შემცირებას დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარამდე.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
13.05.2026.14:06
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
„2022 წლიდან დღემდე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და ნდობის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი ბიუროკრატიული სამუშაოები 2026 წლის 11 მაისს დასრულებულია“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
თურქული მხარის მტკიცებით, ამიერიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ვაჭრობის დროს საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად თურქეთისა და სომხეთის მითითებას შეძლებს.
ცნობისთვის, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობა არ არსებობდა. საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით ხვდებოდა.