ევროკავშირი რუსული გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამცირებს
ევროკავშირი 2023 წელს რუსული გაზის იმპორტის შემცირებას 40-45 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს, რაც რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების გეგმის ნაწილია.
როგორც ევროკავშირი-აშშ-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა, ევროკავშირმა რადიკალურად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, კერძოდ ნახშირის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტით, ნავთობის იმპორტის 90%-ით შემცირებით და გაზის იმპორტის შემცირებით. სავარაუდოა, რომ 2023 წელს რუსეთიდან ევროკავშირში გაზის იმპორტი 40–45 მილიარდ კუბ/მ-მდე შემცირდება.
2021 წლის სტატისტიკა 155 მლრდ კუბ/მ აირი იყო, ხოლო 2022 წელს იმპორტმა 80 მორდ კუბ/მ შეადგინა.
იმავდროულად ევროკავშირმა სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად, მიწოდების დივერსიფიკაციისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო.
ევროკავშირი-აშშ-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას და შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის თხევადი ბუნებრივი აირით მზარდ ვაჭრობას.
აღსანიშნავია, რომ აშშ ევროპისთვის LNG-ის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.