მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

ევროკავშირში ბოსტნეული 26%-ით გაძვირდა

news image

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სამომხმარებლო ფასები 2021 წელთან შედარებით საშუალოდ 26%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ გასულ კვირას ევროპის სტატისტიკურმა სააგენტომ Eurostat-მა განაცხადა.

„2022 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე საშუალო ფასები წინა წელთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში 26%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია ევროსტატის განცხადებაში.

ფასების ზრდამ პიკს მიაღწია 2022 წლის მესამე კვარტალში - 30% 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. ყველაზე მეტად კვერცხზე და ღორის ხორცზე ფასი შესაბამისად 64%-ით და 52%-ით გაიზარდა.

ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა უნგრეთში (+53%), პოლონეთში (+44%) და გერმანიაში (+38%). ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა მალტაში (+4%), საფრანგეთში (+14%), იტალიასა და კვიპროსში (თითო +15%).

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა

13.05.2026.14:06

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

„2022 წლიდან დღემდე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და ნდობის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი ბიუროკრატიული სამუშაოები 2026 წლის 11 მაისს დასრულებულია“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

თურქული მხარის მტკიცებით, ამიერიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ვაჭრობის დროს საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად თურქეთისა და სომხეთის მითითებას შეძლებს.

ცნობისთვის, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობა არ არსებობდა. საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით ხვდებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა