ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლამდე გადაიდო.
ახალი წესის ამომქმედების შედეგად, მოგზაურებს, რომლებიც ევროპას 2024 წლიდან ეწვევიან, გამგზავრებამდე ნებართვის მიღება მოუწევთ.
ვიზიტორებისთვის, რომლებიც მამანდე ევროპაში უვიზოდ მოგზაურობდნენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება სავალდებულო გახდება.
განაცხადის შევსება გამგზავრებამდე, ელექტრონულად იქნება საჭირო. საფასური 7 ევროა.
ამასთან, მიღებული ნებართვა ძალაში რჩება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.