ევროკავშირში USB-C დამტენთან თავსებადობა სავალდებულო გახდა
28 დეკემბრიდან ახალ ტელეფონებსა და სხვა უკაბელო გაჯეტებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი დამტენი.
ევროკავშირის ახალი წესის თანახმად, მომხმარებელს უნდა შეეძლოს იგივე USB-C კონექტორის გამოყენება ყველა მცირე და საშუალო ზომის ელექტრონული მოწყობილობის დასატენად.
ახალი USB-C მოთხოვნა ვრცელდება ევროკავშირის ბაზარზე გაყიდულ ტელეფონებზე, ასევე პლანშეტებზე, ყურსასმენებსა და კლავიატურებზე.
ლეპტოპებისთვის ცვლილება ძალაში არ შევა 2026 წლის გაზაფხულამდე.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.