ევროკომისია ევროკავშირში გაზის ფასის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას განიხილავს
ევროკომისია ევროკავშირში გაზის ფასის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ამით ევროკომისიას სურს მომხმარებლები საწვავის გაძვირებისგან დაიცვას, ვინაიდან ბუნებრივი აირის ფასმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბოლო ერთ კვირაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
The Financial Times-ი წერს, რომ ევროპაში გაზი ამერიკასთან შედარებით ოთხჯერ ძვირია, რაც საწარმოების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
სხვა სიახლეები
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
13.05.2026.14:06
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
„2022 წლიდან დღემდე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და ნდობის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი ბიუროკრატიული სამუშაოები 2026 წლის 11 მაისს დასრულებულია“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
თურქული მხარის მტკიცებით, ამიერიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ვაჭრობის დროს საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად თურქეთისა და სომხეთის მითითებას შეძლებს.
ცნობისთვის, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობა არ არსებობდა. საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით ხვდებოდა.