ევროკომისიამ AliExpress-ი ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის €550 მილიონით დააჯარიმა
ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნების დარღვევისთვის. კერძოდ, პლატფორმამ სათანადოდ ვერ შეასრულა ვალდებულება, შეეფასებინა და შეემცირებინა რისკები, რომლებიც მის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე სახიფათო ან ყალბი პროდუქტების გაყიდვასთან იყო დაკავშირებული. ევროკომისიამ პლატფორმას შესაბამისი ზომების მიღება დაავალა.
რისკების სათანადო შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობა - AliExpress-მა სათანადოდ არ შეაფასა, ჰყავდა თუ არა საკმარისი რაოდენობის თანამშრომელი პოტენციურად აღნიშნული ტიპის პროდუქტების გადასამოწმებლად, AliExpress-მა არასათანადოდ შეაფასა, თუ როგორ აძლიერებს მისი რეკომენდაციისა და სარეკლამო სისტემები დასახელებული პროდუქტების გავრცელებას, AliExpress-ის რისკების შეფასებას აკლდა რაოდენობრივი მაჩვენებლები.
მოთხოვნების შესაბამისად, AliExpress-ს ახლა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რათა ევროკომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.
სხვა სიახლეები
თურქეთი ხიზილალის წარმოების მიმართულებით აზერბაიჯანის გამოცდილებას შეისწავლის
17.09.2026.17:00
თურქეთი ხიზილალის წარმოების მიმართულებით აზერბაიჯანის გამოცდილებას შეისწავლის. ამის შესახებ თურქეთის ბიუროს თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის კვლევისა და პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (TAGEM) დაქვემდებარებაში მოქმედი ტრაპიზონის ცენტრალური მეთევზეობის კვლევითი ინსტიტუტის (SUMAE) თანამშრომლებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ცენტრი 1987 წლიდან თურქეთის საზღვაო და შიდა წყლის რესურსების, განსაკუთრებით კი შავი ზღვის, კვლევასა და განვითარებაზე მუშაობს. შავ ზღვაზე ქვეყნის მეთევზეობის წარმოების 80% მოდის.
ინსტიტუტის ძირითადი მიზნებია წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების შესწავლა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მეთევზეობისა და აკვაკულტურის პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა, ასევე კვლევის შედეგებისა და სამეცნიერო ცოდნის სექტორისთვის გაზიარება.
ინსტიტუტის ინფორმაციით, თანამშრომლობა შესაბამის აზერბაიჯანულ უწყებებთანაც მიმდინარეობს.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანის გამოცდილებას შავ ზღვაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის სახეობის მოშენებისა და ხიზილალის წარმოების მიმართულებით შეისწავლიან.