ევროკომისიამ სოციალური ქსელის X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ევროკომისიამ Twitter-ის (X) წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელს ბრალად ედება ევროპული სტანდარტების დარღვევა გამჭვირვალობასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ევროპული ციფრული სერვისების შესახებ კანონის მიხედვით მყისიერი მესინჯერებისა და სოციალური ქსელების შინაარსის რეგულირებისთვის. თუ დარღვევები დადასტურდება, Twitter შეიძლება დაჯარიმდეს მთელი მისი მოგების 6%-მდე, ხოლო თუ ის უარს იტყვის შესრულებაზე, შეიძლება დაიბლოკოს ევროკავშირში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.