მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

ევროპაში გაზის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად 100 ევროს გადააჭარბა

news image
mbc image

ოთხშაბათს ნაშუადღევს ევროპული ბუნებრივი აირის ეტალონურ კონტრაქტზე ფასმა მეგავატ-საათში 100 ევროს გადააჭარბა - მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის პიკზე დაფიქსირდა, - წერს Euronews-ი.

ამ ნიშნულს ფასმა მას შემდეგ მიაღწია, რაც სულ რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ბლოკი ახალი ენერგეტიკული კრიზისისა და მძიმე ზამთრის წინაშე დგას.

ევროპული გაზის ფასის ინდიკატორი - ნიდერლანდური TTF-ის მომდევნო თვის კონტრაქტი, ცენტრალური ევროპის დროით 16:00 საათისთვის, მეგავატ-საათზე 100.37 ევროს აღწევდა, რაც დღიურ 4%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს. თებერვლის ბოლოს, ირანის ომის დაწყებამდე, მისი ფასი დაახლოებით 32 ევროს შეადგენდა, თუმცა ის მაინც საგრძნობლად ჩამორჩება 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ სარეკორდო მაჩვენებელს - დაახლოებით 340 ევროს.

„გეოპოლიტიკური ტურბულენტობის გამო, ევროპა კიდევ ერთი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას“, - განუცხადა იორგენსენმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს დილით, ბრიუსელში, ევროპელ ნავთობგადამამუშავებლებთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირში საწვავისა და ენერგიის გადასახადები „კატასტროფულად იზრდება“.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ევროპაში გაზის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად 100 ევროს გადააჭარბა

29.10.2026.11:34

ოთხშაბათს ნაშუადღევს ევროპული ბუნებრივი აირის ეტალონურ კონტრაქტზე ფასმა მეგავატ-საათში 100 ევროს გადააჭარბა - მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის პიკზე დაფიქსირდა, - წერს Euronews-ი.

ამ ნიშნულს ფასმა მას შემდეგ მიაღწია, რაც სულ რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ბლოკი ახალი ენერგეტიკული კრიზისისა და მძიმე ზამთრის წინაშე დგას.

ევროპული გაზის ფასის ინდიკატორი - ნიდერლანდური TTF-ის მომდევნო თვის კონტრაქტი, ცენტრალური ევროპის დროით 16:00 საათისთვის, მეგავატ-საათზე 100.37 ევროს აღწევდა, რაც დღიურ 4%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს. თებერვლის ბოლოს, ირანის ომის დაწყებამდე, მისი ფასი დაახლოებით 32 ევროს შეადგენდა, თუმცა ის მაინც საგრძნობლად ჩამორჩება 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ სარეკორდო მაჩვენებელს - დაახლოებით 340 ევროს.

„გეოპოლიტიკური ტურბულენტობის გამო, ევროპა კიდევ ერთი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას“, - განუცხადა იორგენსენმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს დილით, ბრიუსელში, ევროპელ ნავთობგადამამუშავებლებთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირში საწვავისა და ენერგიის გადასახადები „კატასტროფულად იზრდება“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა