ევროპაში გაზის ფასმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
ევროპაში გაზის ფასი 25 მაისის გაცვლითი ვაჭრობის შედეგების შემდეგ, პირველად ორი წლის განმავლობაში 1000 კუბურ მეტრზე $280-მდე დაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ის მონაცემები ადასტურებს.
ფასების მთლიანმა კლებამ დღის განმავლობაში 10%-ს გადააჭარბა. ივნისის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდებში TTF ჰაბში 1000 კუბურ მეტრზე 277 დოლარამდე დაეცა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ევროპაში გაზის ფასი - გაზსაცავების მაღალი შევსების, თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდული შემოდინებისა და თბილი ამინდის ფონზე ეცემა.
ამრიგად, საცავები სავსეა დაახლოებით 66,5%-ით, ხოლო LNG-ის შემოდინებამ ტერმინალებიდან და ევროპისთვის გაზის გადამცემამ აპრილში, სისტემაში აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია და ისტორიაში პირველად 12,07 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
LNG-ის რეკორდული ნაკადები ევროპაში შენარჩუნებულია მაისშიც.
სხვა სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2026 მონაწილეობდა
22.05.2026.10:29
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენა ლონდონში 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება.
გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილო დაესწრო. გამოფენაზე „London Wine Fair 2026“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2026 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 116,5 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18 %-ითაა გაზრდილი.