ევროპის გაზის მარაგი რეკორდულ დონეზეა
ევროპაში მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) ბუნებრივი აირის ინექციის მაჩვენებელი 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.
ევროკავშირში გაზის მთლიანი დაგროვილი მარაგი ამ პერიოდისთვის ისტორიულ მაქსიმუმზეა - საწყობები სავსეა 93%-ზე მეტით.
ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ევროპის საფონდო ბირჟაზე 1000 კუბური მეტრი გაზი $410 დოლარად იყიდება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.