ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია კიდევ 75 Airbus A321neo-ს შეუკვეთავს
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის აქციონერებმა დაამტკიცეს Airbus A321neo ოჯახის კიდევ 75 თვითმფრინავის შეძენა, რაც ამ თვითმფრინავების შეძენის ადრე შეძენილ უფლებებს მტკიცე შეკვეთად გადააქცევს.
75 შეკვეთილი თვითმფრინავის მიწოდება, ჯამური ღირებულებით 9,7 მილიარდი აშშ დოლარი, დაგეგმილია 2028-29 წლებში.
ივლისში Wizz Air-ი გახდა პირველი ევროპული ავიაკომპანია, რომელმაც ჩინეთში აწყობილი A321neo მიიღო. ამჟამად ავიაკომპანიის ფლოტის ნახევარზე მეტი neo-ს ოჯახის თვითმფრინავებისგან შედგება.
31 მარტის მდგომარეობით (2022 ფისკალური წლის ბოლოს) Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, მართავდა 179 ერთეულ Airbus თვითმფრინავს. 2029 წლისთვის კი ფლოტი 450 თვითმფრინავამდე უნდა გაიზარდოს.
სხვა სიახლეები
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
18.08.2026.15:22
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.