ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქები – TOP-5
Numbeo-მ განახლებული დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ევროპის ყველაზე საშიშ და უსაფრთხო ქალაქებს.
უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში მოწინავეა შვეიცარიული ბერნი. ხოლო იტალიური კატანია ლიდერია “საშიშებში“. რეიტინგი ეფუძნებოდა 12 კრიტერიუმს: დანაშაულის დონე, თავდასხმის შიში, ქურდობა, თვითმფრინავის გატაცება, კორუფციის პრობლემები და სხვა. შეფასებები გააკეთეს ქალაქების მაცხოვრებლებმა.
TOP-5 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი:
ბერნი (შვეიცარია),
მიუნხენი, (გერმანია),
ჰაგა (ნიდერლანდები),
ციურიხი (შვეიცარია),
ტრონდჰეიმი (ნორვეგია).
TOP-5 ყველაზე სახიფათო ქალაქი:
კატანია (იტალია),
მარსელი (საფრანგეთი)
ბირმინგემი (დიდი ბრიტანეთი)
კოვენტრი (დიდი ბრიტანეთი)
შარლეროა (ბელგია).
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.