ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები წელს უკვე მეორედ გაზარდა, რათა ენერგორესურსების ფასებით გამოწვეული ინფლაციის ზრდა შეეკავებინა.
აგვისტოს ბოლოდან აშშ-ისა და ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო, საზღვაო გადაზიდვებისა და ენერგეტიკის ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა ნავთობის ფასები ბარელზე $100-ზე მაღლა დააბრუნა და ევროზონაში, რომელიც საწვავის იმპორტზეა დამოკიდებული, ფასების ზრდის ახალი ტალღის შესახებ შეშფოთება გაამწვავა. ECB-მ საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა გადაწყვეტილებასაც ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა „თავისთავად ცხადი“ ნაბიჯი უწოდა.
„პერსპექტივა კვლავ მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება - ინფლაციის ზრდის რისკები და ეკონომიკური ზრდის შემცირების რისკები არსებობს“, - განაცხადა ლაგარდმა პრესკონფერენციაზე.
„ვფიქრობთ, რომ ინფლაცია იმაზე ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ველოდით“, - აღნიშნა მან.
სხვა სიახლეები
ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ზრდაზე მიანიშნებს
03.11.2026.18:00
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ხუთშაბათს, წინასწარი მოლოდინების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა, თუმცა მკაფიოდ მიანიშნა დეკემბერში განაკვეთების შესაძლო ზრდაზე.
მიმდინარე წელს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უკვე ორჯერ გაზარდა, რათა მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდა ხანგრძლივ ინფლაციურ პროცესში არ გადაზრდილიყო. ამასთან, ბანკმა მიანიშნა, რომ შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება გახდეს საჭირო, თუმცა ინფლაციის სახიფათო მეორე რაუნდის ეფექტების დამადასტურებელი ფაქტორების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.