გლობალურ ინვესტორებს რეკორდული რაოდენობის თანხები გადააქვთ ევროპულ აქციებში და აშშ-ის ბაზარს ტოვებენ - TBC Capital
გლობალურ ინვესტორებს რეკორდული რაოდენობის თანხები გადააქვთ ევროპულ აქციებში და აშშ-ის ბაზარს ტოვებენ, რომელსაც ახლა ბევრი ზედმეტად გადაფასებულად და ტექნოლოგიებზე მეტისმეტად დამოკიდებულად მიიჩნევს.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2026 წლის თებერვალში ევროპულმა აქციებმა ისტორიაში ყველაზე მაღალი ყოველთვიური შემოდინება დააფიქსირეს. გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და ესპანეთის მთავარმა ინდექსებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიეს. ეს ტენდენცია დიდ წილად დივერსიფიკაციის სურვილითაა განპირობებული, ვინაიდან ბევრი ინვესტორი შიშობს, რომ აშშ-ის ბაზრები ხელოვნური ინტელექტის „ბაბლშია“ შესული.
„ევროპა ინვესტორებს ინდუსტრიების უფრო ტრადიციულ ნაზავს სთავაზობს, როგორიც საბანკო საქმე, ბუნებრივი რესურსები და ინფრასტრუქტურაა. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს FTSE 100-მა წელს კარგად იასპარეზა ფიზიკურ აქტივებსა და საქონელზე მაღალი მოთხოვნის გამო. ასევე იზრდება ოპტიმიზმი ევროპის ეკონომიკური აღდგენის მიმართ. გერმანია, რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკა, ზრდას დაუბრუნდა, რაც თავდაცვის ხარჯებისა და ინდუსტრიული შეკვეთების მასიური მატებითაა განპირობებული. ამან დადებითი გარემო შექმნა ისეთი თავდაცვითი კომპანიებისთვის, როგორიც Rheinmetall და BAE Systems-ია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შემოსავლების ზრდა ტექნიკურად ჯერ კიდევ უსწრებს ევროპისას, ანალიტიკოსები აღნიშნავენ შეფასების სხვაობის იგნორირება რთულია; ევროპული აქციები გაცილებით დაბალი ფასი-მოგების კოეფიციენტით იყიდება, ვიდრე მათი ამერიკული ანალოგები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პორტფელის მენეჯერი უპირატესობას კონკრეტული აქციების შერჩევას ანიჭებს და არა ფართო ინდექსების ყიდვას, საერთო კონსენსუსი ნათელია: აშშ-ში დაფუძნებული ფონდებიდან დაწყებული იაპონელი ინვესტორებით დამთავრებული, მსოფლიო ევროპას უყურებს, როგორც ტექნოლოგიებით დატვირთული უოლ სტრიტის უფრო იაფ და სტაბილურ ალტერნატივას“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.