ევროზონაში აგვისტოში ინფლაცია 5,3%-ზე შენარჩუნდა
ევროზონაში აგვისტოში ინფლაცია 5,3%-ზე დარჩა, მაშინ როდესაც პროგნოზით 5,1%-მდე შენელება იყო მოსალოდნელი.
როგორც ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელმაც წინასწარი შეფასება წარმოადგინა, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები აგვისტოში 5,3%-ით გაიზარდა.
ამრიგად, ინფლაცია ივლისის დონეზე შენარჩუნდა.
ანალიტიკოსთა შეთანხმებული პროგნოზით, რომელზეც Trading Economics-ი მიუთითებს, ინფლაციის შენელებას 5,1%-მდე ითვალისწინებდა.
ირკვევა, რომ აგვისტოში ევროზონაში ენერგიის ფასები წლიური კუთხით 3,3%-ით დაეცა, ეს კი ივლისის 6,1%-იანი შემცირების შემდეგ. სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა 10,8%-დან 9,8%-მდე შემცირდა, მომსახურებაზე - 5,6%-დან 5,5%-მდე.
ფასების ზრდა სურსათისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (CPI Core index) ივლისის 5.5%-დან აგვისტოში 5.3%-მდე შენელდა.
სამომხმარებლო ფასები ევროზონაში ივლისთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.