ევროზონაში ინფლაცია 2,6%-მდე დაჩქარდა
სამომხმარებლო ფასები ევროზონაში ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა, - იტყობინება Eurostat. აღნიშნულმა მაჩვენებელმა ივნისში 2.5%-იან ზრდას გადააჭარბა, რაც ასევე იყო ანალიტიკოსების საშუალო შეფასება Bloomberg-ის გამოკითხვაში.
ევროზონა ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ეკონომიკური ბლოკია მსოფლიოში. ინფლაციის დაჩქარებამ შესაძლოა ევროპის ცენტრალური ბანკი უფრო ფრთხილი გახადოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით.
ივლისში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაცია მომსახურების სექტორში (4%) დაფიქსირდა, რასაც მოჰყვება საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო (2,3%), ენერგომატარებლები (1,3%) და არაენერგეტიკული სამრეწველო საქონელი (0,8%).
უცხოური მედია წერს, რომ გერმანიაში ფასების ზრდა მოულოდნელად დაჩქარდა (2,6% ივნისის 2,5%-დან). საფრანგეთმა და იტალიამ ასევე დააფიქსირეს უფრო მაღალი მაჩვენებლები, შესაბამისად 2.6% და 1.7% (ივნისში 2.5% და 0.9%).
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.