FATF-მა რუსეთს წევრობა შეუჩერა
FATF-მა (ფინანსური ჯგუფი ფულის გათეთრების წინააღმდეგ) რუსეთს ორგანიზაციის წევრობა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.
რუსეთის ფედერაციამ ორგანიზაციის წევრის ყველა უფლება დაკარგა.
ეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეზღუდავს მის წვდომას გლობალურ ეკონომიკაზე, გაზრდის რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესის კეთების ღირებულებასა და, როგორც ეკონომიკური ექსპერტები განმარტავენ, ფაქტობრივად მას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობას ართმევს.
გადაწყვეტილება FATF-ის სამუშაო ჯგუფების პლენარული სხდომისა და შეხვედრების შედეგების შეფასების შემდეგ მიიღეს, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ფინანსური მონიტორინგის სამსახურიც მონაწილეობდა.
„FATF-ი კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ დაპყრობით ომს... FATF-მა მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერებით ამ ქვეყანაში სანქციები გამკაცრდეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
FATF-ი ევროკომისიის მონაწილეობით პარიზის G7-ის შეხვედრის დროს 1989 წლის ივლისში შეიქმნა. რუსეთის ფედერაცია ჯგუფის წევრად 2003 წელს მიიღეს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.