FED-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში მთავარ რისკებად გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ნავთობის ფასების შოკი სახელდება - დეტალები
ირანთან მიმდინარე კონფლიქტი და მისგან გამოწვეული ნავთობის ფასებისა და მიწოდების შოკი ფინანსური სტაბილურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა - ამის შესახებ პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში Fed-ი წერს.
FED-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, მთავარი რისკები გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ნავთობის შოკია, თუმცა მნიშვნელოვან საფრთხეებად ხელოვნური ინტელექტი და კერძო საკრედიტო სექტორიც გამოიკვეთა.
გამოკითხულთა დაახლოებით 75%-მა მთავარ საფრთხედ გეოპოლიტიკური რისკები დაასახელა, ხოლო 70%-მა ომის შედეგად გამოწვეული ნავთობის შოკი. რესპონდენტების ნახევარი კი ხელოვნურ ინტელექტსა და კერძო კრედიტს ფინანსური სტაბილურობისთვის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ხანგრძლივ კონფლიქტს. Fed-ი ამბობს, რომ თუ კონფლიქტს თან დაერთო ნედლეულის დეფიციტი და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, ეს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ინფლაციას გაზრდის და ეკონომიკურ ზრდას შეანელებს.
ასევე აღნიშნულია, რომ ენერგეტიკულ ბაზრებსა და დაკავშირებულ ფინანსურ პროდუქტებში ფასების მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ბაზრებზე დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს.
გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული შოკით გამოწვეულმა ინფლაციურმა ზეწოლამ ცენტრალური ბანკებს შეიძლება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგოს, მაშინაც კი, თუ ეკონომიკური ზრდა შენელდება.
„მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და ინფლაციას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, მათ შორის აქტივების ფასების შემცირება,“ - ნათქვამია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
რუსეთმა სომხეთის ყველა საწარმოდან თევზის იმპორტი აკრძალა
26.06.2026.11:23
რუსეთის „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთის ყველა საწარმოდან თევზის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ ორ სომხურ თევზეულის საწარმოს სერტიფიკატი შეუჩერა. ოფიციალურ მიზეზად გამოვლენილი დარღვევები სახელდება.
როგორც „როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რუსული მხარე სომეხ კოლეგებთან ინტენსიურად მუშაობს, რათა თევზისა და თევზეულის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთმა სომხეთიდან კალმახის იმპორტი აკრძალა.