FED-ის თავმჯდომარე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს
ოთხშაბათს ამბიციური ვადები დაასახელა, რომლის მიხედვითაც ცენტრალურმა ბანკმა უნდა „აღმოაჩინოს“ და დაიწყოს რეალურ დროში არსებული ეკონომიკური მონაცემების გამოყენება, რომლებიც, მისი შეფასებით, უკეთესია, ვიდრე ანგარიშები.
„ჩემი მიზანია, რომ 9-12 თვეში ჩვენ ვიყენებდეთ ახალ ტექნოლოგიებს იმის გასაგებად, თუ რა ხდება რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე, რეალურ დროში. ეს მოგვცემს საშუალებას, როგორც ცენტრალურ ბანკირებს, უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ და აღარ ვიყოთ მხოლოდ იმ მონაცემებზე დამოკიდებული, რომლებსაც სახელმწიფო უწყებებისგან ვიღებთ - მონაცემებზე, რომლებიც ხშირად არაზუსტია და ეყრდნობა უკვე მოძველებულ, ნაკლებად რელევანტურ გამოკითხვებს,“ - განაცხადა უორშმა პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე.
„თუ ჩვენს საქმეს სწორად გავაკეთებთ, ერთ წელიწადში ვიტყვით, რომ აღმოვაჩინეთ მონაცემები, რომლებიც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება,“ - დაამატა მან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.