FED-ის თავმჯდომარის განცხადებით, ის იმედს გაუცრუებს ყველას ვინც ელის 2%-იან დონეზე მაღალი ინფლაციის მიმართ ტოლერანტულ მიდგომას
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, კევინ უორშმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი მტკიცედ შეინარჩუნებს 2%-იან ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და იმედს გაუცრუებს ყველას, ვინც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოწოდების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელოდება.
„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა 2%-ზე მაღალი ინფლაციას შეეგუება, იმედგაცრუებული დარჩება,“ - განაცხადა უორშმა პორტუგალიის ქალაქ სინტრაში, ევროპის ცენტრალური ბანკის ფორუმზე გამოსვლისას. მისივე თქმით, ინფლაციის მიზნისადმი ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურების გარდა, თავს შეიკავებს დამატებითი კომენტარებისგან მონეტარული პოლიტიკისა და ეკონომიკის სამომავლო მიმართულების შესახებ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.