ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ლეა გუტიერესს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა ისაუბრეს ADB-სთან 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგიით განსაზღვრული პროგრამების მიმდინარეობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან აქვს ინტენსიური თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე.
საუბარი შეეხო ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, რეგიონულ, მუნიციპალურ და სხვა სექტორებში. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი და რეგიონული მიმართულებით.
წელს, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
07.10.2026.11:55
თიბისის მხარდაჭერით, ვარშავაში 3 და 4 ოქტომბერს ჩატარებულმა „თბილისობამ“ ათასობით ქართველი ემიგრანტი, პოლონელი და საერთაშორისო სტუმარი გააერთიანა. „თბილისობა“, ვარშავაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ერთმანეთთან კავშირის გაცოცხლების სივრცედ იქცა. ღონისძიებამ სამშობლოსთან სიახლოვის განცდა შექმნა და ემოციური კავშირი კიდევ უფრო გაამყარა.
ვარშავაში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდა.
თიბისი ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.
თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.