მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Fitch-მა ბაზისბანკის პერსპექტივა ლიბერთის შეძენის გამო დადებითისკენ გააუმჯობესა

news image
mbc image

Fitch Ratings-მა გადახედა ბაზისბანკის პერსპექტივას სტაბილურიდან პოზიტიურისკენ და დაადასტურა გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „B+“-ზე.

რეიტინგის ცვლილება უკავშირდება ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის 96%-იანი წილის შეძენას, რომლის სრულ ინტეგრაციასაც ჯგუფი 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს. აღნიშნული ტრანზაქცია ძირითადად დაფინანსებულია აქციონერების მიერ მოზიდული სახსრებით.

პერსპექტივის პოზიტიურად გადახედვა ასახავს Fitch-ის შეფასებას, რომ აღნიშნულმა შესყიდვამ საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ბაზისის კონსოლიდირებულ ჯგუფზე, რაც განპირობებულია ბიზნესის მასშტაბის მნიშვნელოვნი ზრდით, კონკურენტული პოზიციის გაძლიერებით და დივერსიფიკაციის გაუმჯობესებით.

Fitch-ის შეფასებით შიდა ეკონომიკური პირობების სიძლიერე კვლავაც დადებითად აისახება ბანკების მაჩვენებლებზე. მიგრანტების მნიშვნელოვანი როლი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ტურიზმის სექტორების ძლიერი განვითარება, ასევე საქართველოს გაზრდილი როლი სატრანზიტო ვაჭრობაში, 2022–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდას 9.5%-მდე ზრდიდა.

"2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო, ხოლო Fitch-ის პროგნოზით, 2026–2027 წლებში საშუალო ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. ირანთან კონფლიქტის გავლენა ჯერჯერობით შეზღუდულია საბანკო სექტორზე, ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

ლიბერთი ბანკის (სექტორის აქტივების 5.6% 2025 წლის ბოლოსთვის) შეძენა ბაზისის მიერ (4.5%) მნიშვნელოვნად - ორჯერ მეტად ზრდის კონსოლიდირებული ჯგუფის ზომას და მას საბანკო სექტორში მესამე უმსხვილეს ჯგუფად აქცევს. აღნიშნული შესყიდვა ასევე გააძლიერებს ბანკის კონკურენტულ პოზიციას და დივერსიფიკაციას " , - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა