Fitch-მა ბელარუსს საკრედიტო რეიტინგი გაუუქმა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი ბელორუსის კრედიტუნარიანობას აღარ შეაფასებს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.
Fitch Ratings-ის განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ გააუქმა ბელორუსის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი გააუქმა.
Fitch Ratings-ის ინფორმაციით, ბელორუსის რეიტინგების გაუქმება გამოწვეულია იმით, რომ ბელორუსი ორგანიზაციას საკმარის ინფორმაციას არ აწვდის იმისთვის, რომ ქვეყანას შესაბამისი რეიტინგიმიანიჭოს.
„Fitch-ს აღარ აქვს საკმარისი ინფორმაცია რეიტინგების მხარდასაჭერად. შესაბამისად, ორგანიზაცია აღარ უზრუნველყოფს ბელორუსის რეიტინგებს “, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.