Ford-ი თითქმის 1,3 მლნ ავტომობილს გაიწვევს
Ford Motor-ი 2013 წლიდან 2018 წლამდე გამოშვებულ თითქმის 1,3 მილიონ სედან Fusion-სა და Lincoln MKZ-ს გაიწვევს.
როგორც უცხოური მედია წერს, ავტომობილების გამოწვევის მიზეზი შესაძლოა წინა სამუხრუჭე მილების დეფექტი გახდეს. კერძოდ, არის რისკი, რომ მილი დაზიანდეს და სამუხრუჭე სითხემ გაჟონოს, რითაც მანქანის გაჩერების შესაძლებლობას დააქვეითებს და პოტენციურად გაზარდოს ავარიის რისკს.
სიტუაციის გამოსასწორებლად დილერები უსასყიდლოდ შეცვლიან წინა სამუხრუჭე მილებს. შეტყობინებების წერილები დაზიანებული მანქანების მფლობელებს სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში გაეგზავნებათ, შემდგომ წერილს კი სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობისთანავე მიიღებენ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.