ფრანგული Alstom-ი რუსეთის ბაზრიდან გადის
ფრანგული მანქანათმშენებელი კომპანია Alstom გეგმავს თავისი 20%-იანი წილი რუსულ სარკინიგზო მწარმოებელ Transmashholding-ში (TMH) 2023 წლის ბოლომდე.გაყიდოს.
ამის შესახებ რუსული ინტერფაქსი იტყობინება.
TMH-ის აღმასრულებელი დირექტორის კირილ ლიპას თქმით, წლის ბოლომდე ფრანგულმა კონცერნმა უნდა დატოვოს კომპანია და მისი კუთვნილი აქციების 20%-ი გაყიდოს.
TMH-ის დედა კომპანიის, Transmashholding Limited-ის აქციების დარჩენილი 80% ეკუთვნის რუს აქციონერებს, მათ შორის თავად ლიპას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.