გასულ წელს კასპიის ზღვით შუა დერეფნის გავლით 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს.
2022 წელს კასპიის ზღვით შუა დერეფნის გავლით (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიარა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით,ამის შესახებ საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ გენერალურმა მდივანმა გაიდარ აბდიკარიმოვმა განაცხადა.
„ტვირთების გადაზიდვა განხორციელდა ყაზახეთის კურიკისა და აქტაუს, აზერბაიჯანის ალიათისა და ჰოვსანის პორტებით. გასულ წელს ყაზახეთის ექსპორტი შუა დერეფნის გავლით წინა წელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა. ეს ძირითადად კონტეინერებით იყო განპირობებული", - განაცხადა გაიდარ აბდიკარიმოვმა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.