მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

გავლენიან ამერიკულ გამოცემაში „Vine Pair“ ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა

news image
mbc image

ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ონლაინ მედია-გამოცემაში „Vine Pair“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საუკეთესო 17 ღვინო საქართველოდან“, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და თანამედროვე ღვინის კულტურას ეძღვნება. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communication“ ჩართულობით მომზადდა.

სტატიის ავტორი, ღვინის ჟურნალისტი ედუარდ დიჩი, საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ასევე მოინახულეს კახეთისა და ქართლის ღვინის მარნები, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.
პუბლიკაციაში ავტორი მკითხველს საკუთარ არჩევანს - 17 ქართულ ღვინოს აცნობს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული მეღვინეობის უნიკალურ მახასიათებლებზე. სტატიაში საუბარია ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიაზე, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდსა და ქართველი მეღვინეების საქმიანობაზე.

„ამერიკელების უმეტესობისთვის ქართული ღვინოები ახალი და მიმზიდველი აღმოჩენაა. საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და სხვა ადგილობრივი ვაზის ჯიშები მათთვის განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას ქმნის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღვინო ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ქართლის დედის მონუმენტიც, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს და ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი - ღვინის ფიალა“, - ნათქვამია სტატიაში.

„VinePair“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელების მედია-პლატფორმად მიიჩნევა. გამოცემა ყოველთვიურად მილიონობით მკითხველს აერთიანებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ღვინის საერთაშორისო ტენდენციებსა და მომხმარებელთა არჩევანზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა და თანამედროვე აუდიტორიაში.

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედია-საშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, „The New York Times“, „Wine Enthusiast“ და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა

14.07.2026.14:28

ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.

Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.

მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.

ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა