გერმანია მოქალაქეობის გაცემას ამარტივებს - ქვეყანა ეკონომიკის გადარჩენას მიგრანტების ხარჯზე ცდილობს
ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის გაცემას ამარტივებს. ახალი კანონის მიხედვით, გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად 5 წელია საჭირო, მაშინ როდესაც ძველი რეგულაციის მიხედვით მოქალაქეობის მიღებისთვის 8 წელი იყო საჭირო. გარდა ამისა არის გამონაკლისები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მიღება 3 წელშიც იქნება შესაძლებელი.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფესერი ელის, რომ აღნიშნული ღონისძიება ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ადგილობრივ ეკონომიკას, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდიდან კვლავ ადარებენ „ევროპის ავადმყოფ ადამიანთან“.
ექსპერტების აზრით, გერმანელებს სურთ ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, რომლებსაც შეუძლიათ რთული აღჭურვილობითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იმუშაონ.
გერმანული პასპორტის აღებით სხვა ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ უარი თქვან პირველ მოქალაქეობაზე.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.