გერმანია ტექნიკური რეცესიისკენ მიდის
გერმანიის მშპ 2023 წლის პირველ კვარტალში წინა სამი თვის მონაცემებთან შედარებით 0,3%-ით შემცირდა.
ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის ფედერალური სამსახური იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მშპ უკვე მეორე კვარტალია მცირდება, რაც ტექნიკურ რეცესიას ნიშნავს.
2022 წლის მეოთხე კვარტალში მშპ 0,5%-ით შემცირდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.