გერმანიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ენერგეტიკული თანამშრომლობა გააღრმავეს – შეთანხმებების დეტალები
გერმანიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პარასკევს ენერგეტიკული თანამშრომლობა გააღრმავეს - მხარეებმა განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი აირის მიმართულებით რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს შეთანხმებები ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ინდუსტრიის მხარდასაჭერად დაგეგმილი, საერთო ჯამში, €40 მილიარდის ($46.4 მილიარდი) ინვესტიციის უფრო ფართო პაკეტის ნაწილია.
გერმანიასა და UAE-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების წლიური მოცულობა დაახლოებით $15.5 მილიარდია. ქვეყნებმა ურთიერთობების გაღრმავება მზარდი პოლიტიკური გაურკვევლობისა და აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული შეფერხებების საპასუხოდ დაიწყეს.
გერმანიის უმსხვილესმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა RWE-მ პარასკევს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა UAE-ის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ განახლებადი ენერგიის კომპანიასთან Masdar-თან. შეთანხმება ითვალისწინებს 2027 წელს გერმანიაში დაგეგმილ ოფშორული ქარის ენერგიის აუქციონებში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც €3 მილიარდზე მეტი მოცულობის პოტენციურ ინვესტიციას გულისხმობს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.