მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.9
0.0033
flag
AZN 1.5249
0.0005
flag
CNY 38.827
-0.0074
flag
EUR 2.8368
0.0025
flag
GBP 3.3884
0.0017
flag
KZT 56.56
0.0028
flag
TRY 0.0511
-0.0001
flag
USD 2.5919
-0.0003
news banner

გერმანულმა Deutsche Bank-მა და ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

news image
mbc image

გერმანულმა Deutsche Bank-მა და ინდოეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Punjab National Bank-მა (PNB) ინდოეთში კომპანიების შეძენის გარიგებების სტრუქტურირებისა და დაფინანსების შესახებ წინასწარი შეთანხმება გააფორმეს.

პარტნიორობა ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ბანკებს კომპანიების შეძენის გარიგებების ღირებულების 75%-მდე დაფინანსების შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ კომპანიებზე.

მარტში ინდოეთის უმსხვილესმა ბანკმა, State Bank of India-მ (SBI), იაპონურ Mitsubishi UFJ Financial Group-თან (MUFG) პარტნიორობა დაიწყო ინდოელი და საერთაშორისო კლიენტებისთვის სხვადასხვა პროექტის სტრუქტურირებისა და დაფინანსების მიმართულებით, მათ შორის კომპანიების შერწყმისა და შეძენის, ასევე უძრავი ქონების დაფინანსების კუთხით.

ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტნიორობა გააერთიანებს PNB-ის ადგილობრივ ქსელსა და Deutsche Bank-ის გლობალურ შესაძლებლობებს იმ ინდური კომპანიების დასაფინანსებლად, რომლებიც სტრატეგიულ გაფართოებასა და ადგილობრივ ბაზარზე სხვა კომპანიების აქციების შეძენას გეგმავენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image გერმანულმა Deutsche Bank-მა და ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

26.11.2026.09:57

გერმანულმა Deutsche Bank-მა და ინდოეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Punjab National Bank-მა (PNB) ინდოეთში კომპანიების შეძენის გარიგებების სტრუქტურირებისა და დაფინანსების შესახებ წინასწარი შეთანხმება გააფორმეს.

პარტნიორობა ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ბანკებს კომპანიების შეძენის გარიგებების ღირებულების 75%-მდე დაფინანსების შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ კომპანიებზე.

მარტში ინდოეთის უმსხვილესმა ბანკმა, State Bank of India-მ (SBI), იაპონურ Mitsubishi UFJ Financial Group-თან (MUFG) პარტნიორობა დაიწყო ინდოელი და საერთაშორისო კლიენტებისთვის სხვადასხვა პროექტის სტრუქტურირებისა და დაფინანსების მიმართულებით, მათ შორის კომპანიების შერწყმისა და შეძენის, ასევე უძრავი ქონების დაფინანსების კუთხით.

ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტნიორობა გააერთიანებს PNB-ის ადგილობრივ ქსელსა და Deutsche Bank-ის გლობალურ შესაძლებლობებს იმ ინდური კომპანიების დასაფინანსებლად, რომლებიც სტრატეგიულ გაფართოებასა და ადგილობრივ ბაზარზე სხვა კომპანიების აქციების შეძენას გეგმავენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა