მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen” გაიმართა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2026” გაიმართა.

ფესტივალის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, ქართულ სტენდზე 12 დასახელების ღვინო დაეგემოვნებინა.

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია „8’000 Years in 8 Glasses“, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები დაესწრნენ. დეგუსტაციას ამერიკელი სომელიე, ღვინის ჟურნალისტი ერიკ სეგელბაუმი (Eric Segelbaum) უძღვებოდა. ქართული ღვინო ასევე წარდგენილი იყო ორ მასტერკლასზე, რომელიც ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა ვანდა მენმა (Wanda Mann) ჩაატარა.

ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.
„ასპენის ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისთვის. აშშ-ის ღვინის ბაზარზე მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image AmEx-ის გლობალური დაფარვა ფართოვდება - დეტალები

12.10.2026.19:00

American Express-მა განაცხადა, რომ მისი საკრედიტო ბარათების გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უკვე 190 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. კომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის ფარგლებს გარეთ ბარათების მიღების ქსელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.

გაფართოება მიზნად ისახავს American Express-სა და კონკურენტ ბარათების ქსელებს, Visa-სა და Mastercard-ს შორის არსებული ხანგრძლივი სხვაობის შემცირებას. ისტორიულად, Visa-სა და Mastercard-ს აშშ-ის ფარგლებს გარეთ ბარათების მიღების უფრო ფართო ქსელი და რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრებზე უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდათ.

კომპანიის განცხადებით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ადგილებში ბარათების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, სადაც მისი მომხმარებლები ყველაზე ხშირად ხარჯავენ თანხას, მათ შორის ისეთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა ბარსელონა, ჰონგ-კონგი, პარიზი და სიცილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა