მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

გიორგი მარგიანი - წარმატებული ქართველი ფინანსისტი ლონდონის ბიზნეს სკოლაში

news image
mbc image

ხშირად გიზიარებთ წარმატებული ქართველების ისტორიებს, რომლებიც გლობალურ ასპარეზზე პროფესიულად ვითარდებიან და ჩვენს ქვეყანას მსოფლიო რუკაზე ღირსეულად წარმოაჩენენ. დღეს სწორედ ასეთ ფინანსისტზე გიამბობთ: გიორგი მარგიანი ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, პროფესიული და აკადემიური მიღწევების საფუძველზე, მან პროგრამაზე სტიპენდია (Merit scholarship) მოიპოვა.

გიორგიმ 2016 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) ბაკალავრიატი ფინანსების განხრით. შემდგომ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. მისი პროფესიული კარიერა საქართველოშივე დაიწყო - 5 წლის განმავლობაში ის „KPMG საქართველოში“ მუშაობდა, სადაც გამორჩეული შედეგებისთვის სამჯერ მიიღო ორმაგი დაწინაურება.

საქართველოში მიღწეული წარმატების შემდგომ, გიორგიმ კარიერა დიდ ბრიტანეთში გააგრძელა. ის უკვე მეხუთე წელია „დიდი ოთხეულის“ (Big 4) წევრ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია KPMG-ში მოღვაწეობს. გიორგი კომპანიის ლონდონის ოფისში მუშაობს უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. მისი ამჟამინდელი საქმიანობა ბრიტანეთის უმსხვილესი, ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსში შემავალი კომპანიების (FTSE 250) აუდიტის ხელმძღვანელობას მოიცავს.

ამასთანავე, გიორგის მოპოვებული აქვს გლობალურად აღიარებული ACCA კვალიფიკაცია. პარალელურად, იგი არის სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის მესამე დონის (CFA Level 3) კანდიდატი - ეს საინვესტიციო და საბანკო სფეროში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კვალიფიკაციაა, რომელსაც ხშირად ფინანსების „ოქროს სტანდარტსაც“ უწოდებენ.

წარმატებულ ქართველ პროფესიონალს განსაკუთრებით ახარებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ფინანსების უმსხვილეს კომპანიაში, ასევე ლონდონის ბიზნეს სკოლაში, რომელიც თავის მხრივ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) რეიტინგით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება - აშშ-ის საელჩო

12.06.2026.15:22

14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც, ვიცით, რომ საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც - ამერიკაში, - წერია ინფორმაციაში, რომელსც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება.

UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერია თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა