Google OpenAI-ის კონკურენტში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს
Google Alphabet-ი დათანხმდა 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ში. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, Google-მა უკვე განახორციელა 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია კონკურენტ OpenAI-ში და მზადაა დროთა განმავლობაში კიდევ 1,5 მილიარდი დოლარი დაამატოს.
გარდა ამისა, Amazon-ის კვარტალურ წარდგენაში აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში, ონლაინ-რითეილერმა განაცხადა, რომ მან 1,25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა Anthropic ობლიგაციებში, რომლებიც კონვერტირებადია კაპიტალში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.