გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომელმაც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 27 მძლავრი გენერატორი გაგზავნა, ასევე 9 გენერატორი სუმის ოლქისთვის - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 27 მძლავრი გენერატორი გაგზავნა, ასევე 9 გენერატორი სუმის ოლქისთვის, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია
„ყოველდღიური ტერორისტული თავდასხმების, ასევე ძლიერი სიცივის კონტექსტში, ეს ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია. ის ხელს შეუწყობს სუმის რეგიონის მდგრადობის გაძლიერებას, რომელიც რუსი მტრის ყოველდღიური საფრთხის ზონაშია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკ თავდასხმებს აწყდება", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სს 1საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აღნიშნული ტვირთი მოიცავს 9 ერთეულ, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორს.
სხვა სიახლეები
ავიაბილეთების დაჯავშნაში AI-ის გამოყენება მომხმარებელთა არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული - JetBlue-ს პრეზიდენტი
16.11.2026.19:00
ამერიკული ავიაკომპანია JetBlue Airways-ის პრეზიდენტის, განცხადებით, ავიაკომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავიაბილეთების დაჯავშნის საკითხში მომხმარებელთა მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბილეთების დაჯავშნა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიებმა მომხმარებლებს მათთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცენ.
JetBlue-ს პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა United Airlines-ის გადაწყვეტილებას, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით ხელოვნური ინტელექტის პროგრამებისთვის საკუთარ ციფრულ პლატფორმებზე წვდომა შეზღუდოს.
ამასთან, JetBlue-ს პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა ავიაკომპანიებს დამატებითი ფინანსური ხარჯები შეუქმნას, თუ ბილეთების დაჯავშნის მომსახურების მიმწოდებლები მომავალში საკომისიოს დაწესებას გადაწყვეტენ.
მიუხედავად ამისა, JetBlue მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიებმა ტექნოლოგიური ცვლილებების მიმართ მოქნილობა უნდა შეინარჩუნონ და მომსახურება მომხმარებელთა მოთხოვნებს მოარგონ.